უვიზო რეჟიმი 28 მარტიდან ამოქმედდება

08 მარტი 2017, 00:00 2231 ნახვა

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. ევროკავშირის საბჭოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაციის გამოქვეყნებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ამავე კატეგორიაში