ჰერჩინსკი პოლიტიკოსებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

18 ნოემბერი 2023, 15:08 562 ნახვა

ევროინტეგრაციის გზა და დათქმები, რომლის შესრულებამაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მოუტანოს - პოლარიზაცია ისევ მთავარი გამოწვევაა.

ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ პოლარიზაციის დასრულების გარეშე, გზა ევროკავშირისკენ რთულად სავალი იქნება. პაველ ჰერჩინსკი ქართულ პოლიტიკურ ელიტას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მთავარი პირობა უცვლელია. თუ ქვეყანას მართლაც უნდა ევროპის ნაწილი სრულფასოვნად გახდეს, ამისთვის  ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

ჰერჩინსკი, 2024 წლის არჩევნების თავისუფლად ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს  ყურადღებას და ამბობს, რომ პარტნიორები პროცესს აქტიურად დააკვირდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში