ფილმის „დედე“ ჩვენება 

19 ნოემბერი 2023, 10:15 646 ნახვა

რეტროსპექტივის „თანამედროვე ქართული კინოს“ - ფარგლებში რეჟისორ მარიამ ხაჭვანის  ფილმის - „დედე“ - ჩვენება და დისკუსია გაიმართა.რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა.

ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“. რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა.

საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას 17:00 საათზე იმართება. 

პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში