ქედაში  ნაგვის  ურნების  განთავსება  დაიწყო 

09 მარტი 2017, 00:00 4105 ნახვა

ქედის 64 სოფელში ნაგვის ურნების განთავსება დაიწყო. სოფლიდან ნარჩენების გატანას წელს პირველად შპს "ქედის კომუნალსერვისი" უზრუნველყოფს, რისთვისაც გამგეობამ ერთი თვის წინ, სესხით, სპეციალური ნაგავმზიდი შეიძინა. სოფლებში 80 ნაგვის ურნა ცენტრებსა და იმ მდინარეების მიმდებარედ განთავსდება, სადაც ძირითადად მოსახლეობა ნაგავს ყრის. შპს ქედის “კომუნალსერვისი” ნარჩენებს ქედიდან კვირაში სამჯერ გაიტანს. გამგეობა სამომავლოდ დამატებით 50 ურნის შეძენას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში