ინფრასტრუქტურული პრობლემები ჭარნალში - ბრიფინგი

20 ნოემბერი 2023, 14:08 520 ნახვა

სოფელ ჭარნალში ინფრასტრუქტურული პრობლემების საკითხზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

ოპოზიცია ხელვაჩაურის მერიას მიმართავს 2024 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ მინი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის საკითხი და გამოყონ შესაბამისი თანხები. მათი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერებით დოკუმენტი დღესვე შევა მერიაში.

ბრიფინგს ჭარნალში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ბავშვებისთვის სათამაშო სივრცის მოწყობას წლებია ითხოვენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში