ქობულეთის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

20 ნოემბერი 2023, 14:39 759 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მოქალაქეები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. პროექტის განხილვისას მოსახლეობას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების მოგვარებას ეხებოდა.

ანაზღაურების ზრდა მოითხოვეს მერიის  აიპებში და შპს-ში დასაქმებულების ნაწილმა.  დაბა ჩაქვში ახალგაზრდული კულტურის ცენტრისთვის ფართის გამოყოფა, ასევე ჩაქვსა და ქალაქ ქობულეთში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია მოითხოვეს შეხვედრაზე მყოფმა ახალგაზრდებმა. დაისვა მიუსაფარი ცხოველების საკითხიც.

საკრებულოს საფინანსო კომიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინიციატივებს მერიას მიაწვდიან. 

მომავალი წლის ქობულეთის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 67-მილიონ ლარზე მეტია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში