მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

20 ნოემბერი 2023, 19:56 556 ნახვა

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბრალდებულს სასჯელის სახით და ზომად 16-დან 20 წლამდე ემუქრება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში