რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის გეგმა?

21 ნოემბერი 2023, 14:19 467 ნახვა

რას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის „დეოლიგარქიზაციის გეგმა“? -  მთავრობის მიერ ევროკომისიისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების შესახებ „ნეტგაზეთმა“ მოიპოვა და გაავრცელა.

დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით: ესენია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია); სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა); კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება); მართლმსაჯულება; ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა); პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა). სამოქმედო გეგმაში ჩამოთვლილია ამ სფეროებში უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ზომები, ასევე შემდგომი აქტივობები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში