ახლა არის ცხრა მოთხოვნა, რომელიც ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე იყო 12 რეკომენდაცია - კობახიძე

21 ნოემბერი 2023, 14:59 516 ნახვა

ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროცესი იქნება გახსნილი. ჩვენ 12 პუნქტის ფარგლებში შევთავაზეთ ოპოზიციას, ჩართულიყვნენ პროცესში, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობაზე.

„კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება. ასევე, იქნება სხვა სუბიექტებთანაც თანამშრომლობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხვალაც არის დაგეგმილი საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება, რომ შესააბამისი საკითხები განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტური ღიაობა, ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიცის ქმედება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ის ცხრა რეკომენდაცია, რომელიც ახლა საქართველოს აქვს შესასრულებელი, შედარებით მარტივია, ვიდრე 12 პუნქტი, რომელიც მანამდე იყო. 

„ამ ახალ ცხრა მოთხოვნას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ 12 პუნქტიდან 80 პროცენტი მოთხოვნების არის შესრულებული და შესაბამისად, უფრო მარტივია ამ ცხრა პუნქტზე მუშაობა, ვიდრე თავის დროზე 12 საკითხზე. დანარჩენი არის დამოკიდებული სამუშაო პროცესზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა დავით გარეჯთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ​მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება მოღალატეობრივი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში