რატომ დაიბზარა ფერდსამაგრი კედელი? - დავა მოქალაქესა და მერიას შორის 

22 ნოემბერი 2023, 11:03 757 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ქვედა აჭყვაში ბერიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ  საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე  ფერდსამაგრი კედელი დაიბზარა, რომელიც  საფრთხეს უქმნით. ირკვევა, რომ მერიამ აღნიშნული  ფერდსამაგრი კედელი შარშან გაამაგრა, თუმცა ახლა ისევ დაზიანებულია. მიზეზად ბერიძეები მშენებლობას ასახელებენ.   

ბერიძეები ამბობენ, რომ მიმართეს პროკურატურას და ექსპერტიზის ბიუროსაც. ქობულეთის მერი აცხადებს, რომ ოჯახთან კომუნიკაცია რამდენჯერმე ჰქონდათ და მათთვის ცნობილია ვითარება.

რაც შეეხება ფერდსამაგრი კედლის დაზიანების საკითხს, ლევან ზოიძე ამბობს, რომ საკითხს შესაბამისი კონტრაქტორი კომპანია სწავლობს და თვითმმართველობა გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში