რა იცვლება ეროვნულ სასწავლო გეგმაში?

22 ნოემბერი 2023, 14:11 458 ნახვა

კერძო სკოლების შემდეგ სიახლეები საჯარო სკოლებისთვის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებების პირველი ეტაპი დასრულდა, რაც საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.

განახლებული დოკუმენტით უქმდება განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტი - საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი და სკოლას თავად შეუძლია შექმნას შეფასების სისტემა.

ასევე, აირჩიოს არაგრიფირებული სახელმძღვანელო სამინისტროსთან შეთანხმებით. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სკოლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ რა ფუნქციებს შეასრულებენ საგნობრივი კათედრები და დამრიგებლები.

სკოლები ცვლილებების ძალაში შესვლის ვადებისა და სხვა დეტალების შესახებ სამინისტროსგან  მკაფიო ინსტრუქციას ელოდებიან და ამის შემდეგ გეგმავენ სასკოლო საზოგადოებაში ახალ მოდელებზე მუშაობას. 

განათლების სამინისტროში კი სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში