ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა

22 ნოემბერი 2023, 18:20 484 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებისა და 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები განიხილეს.იმსჯელეს ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე. 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახი 40 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს 50 ათასი ლარის თანადაფინანსებას.ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში ასევე, განიხილეს ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობის პროცესი. წელს არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია გაორმაგდა. ფერმერების ხელშეწყობისა და ნარინჯისფერი რთველის წარმატებით წარმართვის მიზნით მოქმედებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში