60000 ლარი ლედ ეკრანისთვის

23 ნოემბერი 2023, 11:04 802 ნახვა

ხულოში, ცენტრალურ სკვერში  LED ეკრანი დაიდგა, რომლისთვისაც 60 ათასი ლარი დაიხარჯა. ადგილობრივები ეკრანის საშუალებით  ნახავენ ხულოს ტურისტული და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ვიდეორგოლებს, წარმატებული ხულოელის სპორტსმენების ასპარეზობებსა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციასაც გაეცნობიან. 

ამასთან  საშუალება ექნებათ უყურონ საერთაშორისო, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებს და უგულშემატკივრონ ეროვნულ ნაკრებს  სპორტის სხვადასხვა სახეობაში. 

პროექტი ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.   

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში