მურმან დუმბაძე: „რად მინდა ჯარი თუ არ გამოვიყენებ?!“ 

23 ნოემბერი 2023, 14:45 591 ნახვა

ოპოზიციონერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა ტიპის ბერკეტი, მათ შორის დიპლომატიის ენა და და ომის თემაც კი იმისთვის, რომ ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. ეს განცხადება მან აჭარის მაუწყებლის ეთერში ,,ვახო ხუზმიაშვილის" თავისუფალ სივრცეში" გააკეთა.  

დუმბაძის ამ განცხადებებს შეფასებები უკვე მოჰყვა. ''ქართულ ოცნებაში'' მიაჩნიათ, რომ პოზიცია, რომელიც მურმან დუმბაძემ გაახმოვანა თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.  

ლადო მგალობლიშვილი აცხადებს, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა ექნება, ისინი ომს აუცილებლად დაიწყებენ,  რაც მგალობლიშვილის თქმით, საქართველოს სრულ ოკუპაციას გამოიწვევს.    

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომით და ძალისმიერი მეთოდებით მიუღებლად მიაჩნიათ როგორც ''ლელოში'', ასევე ენმ-ში, მელიას ფლანგში.

მირდატ ქამადაძე, ისევე როგორც ''ლელოს'' წევრი ვაჟა დარჩია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გამოსავალს მხოლოდ ევროპულ კავშირში ქვეყნის გაწევრიანებას ხედავს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში