ენმ-ში ისევ არეულობაა

25 ნოემბერი 2023, 11:08 492 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ისევ დიდი არეულობაა. ლევან ხაბეიშვილის მუქარა ვერ შესრულდა, ნიკა მელია არ გაურიცხავთ, თუმცა პარტიამ მას პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანა. მანიფესტი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას გუნდისთვის არა  სააკაშვილის ინიციატივად შეფასებული ე.წ. ერთობის მანიფესტი, არამედ კვიპროსიდან გამოგზავნილი დირექტივაა.

''ვარდების რევოლუციის'' წლისთავზე მანიფესტის დემონსტრაციულ ხელმოწერას რომ ყოფილი თავმჯდომარის გარიცხვის დატვირთვა ჰქონდა, ამაში დარწმუნებულები არიან პარტიის ყოფილი წევრებიც და პარტიის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად, თავმჯდომარის პოსტის გაუქმება მიაჩნიათ.

"ქართული ოცნება" კი დარწმუნებულია, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' გადარჩენის რეცეპტი აღარ არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში