დაპირისპირება  საკონსტიტუციო  ცვლილებებზე

09 მარტი 2017, 00:00 2970 ნახვა

 ხვალ, პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მმართველი გუნდიდან, პრეზიდენტის სასახლეში არ მივლენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  განცხადებით, პარლამენტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა „პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე“. როგორც ცნობილია, ხვალ გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში