პრეზიდენტის შეხვედრა მედიასთან

27 ნოემბერი 2023, 09:48 432 ნახვა

შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს "ასოცირებული ტრიოდან" - უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას.

საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინას მათი ბრძოლისთვის "ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის" და აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს წინსვლა და თავისუფლებაც არ იქნება.

კამპანიას ხელმოწერებით მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში