ე.წ  მოსმენების კანონი 

10 მარტი 2017, 00:00 2280 ნახვა

ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტის მიღებამდე პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, დოკუმენტი ადმინისტრაციაში უკვე შევიდა, თუმცა მათ გარკვეული კითხვები აქვთ. მაგალითად, რამდენად შეესაბამება ახალი სტრუქტურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. უმრავლესობის წევრი გედევან ფოფოხაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონპროექტის ასამოქმედებლად ვადა 30 მარტამდე მისცა, კონსულტაციები კი შესაძლოა გახანგრძლივდეს.  კონსლუტაციებში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან უმცირესობაში. 

ამავე კატეგორიაში