,,ჩვენი ხმა ევროპას“ - პრეზიდენტი მეცნიერებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

28 ნოემბერი 2023, 10:38 488 ნახვა

,,ჩვენი ხმა ევროპას“ - ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ მეცნიერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებსაც პრეზიდენტმა  უმასპინძლა. 

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპასა და ევროსტრუქტურებშია დაცული.

ზურაბიშვილმა განათლების სფეროში არსებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის ხელმისაწვდომი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში