უკრაინაში სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა

28 ნოემბერი 2023, 13:36 677 ნახვა

უკრაინაში სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა- ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, რთული მდგომარეობაა ოდესაში, სადაც ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო, ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამაშველო სამსახურების დახმარება 2 500-მდე ადამიანს დასჭირდა.

სტიქიის გამო,  411 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექგროენერგია, გზების ნაწილზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში