“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს

28 ნოემბერი 2023, 14:03 487 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი მუმლაძე  პარტიის თავმჯდომარეს აკრიტიკებს და  ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში მუმლაძე წერს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხს და მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილს ასე მარტივად არ უნდა მიეღო.    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 2024 წლის არჩევნების შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე მიუთითებს.

იგივე მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ისინი მოუწოდებენ ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში