ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

28 ნოემბერი 2023, 18:06 718 ნახვა

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე სასამართლომ დღეს მოწმე პოლიციელს მოუსმინა. სამართალდამცავმა დეტალურად აღწერა ის საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ალექსანდრე ახვლედიანიც მონაწილეობდა. სწორედ მასთან თანამშრომლობით შეძლეს სამართალდალდმცავებმა მოკლული გიორგი ალხანიშვილის ცხედრის პოვნა სოფელ აჭყვაში. როგორც პროკურატურის მოწმემ თქვა, ბრადებულმა დაადასტურა, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა გიორგი ალხანიშვლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ გვამი გადამალა. დაცვის მხარეს დღეს სხდომის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. გამოძიება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ორ ბიძას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი ბიძა სასულიერო პირია და ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. პასუხისგებაშია მიცემული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაც. 13 დეკემბერს სასამართლო ცალკე გამოყოფილ საქმედ განიხილავს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს საქმეს. ის ამჟამად ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. უახლოს სასამართლო სხდომებზე გაირკვევა ბრალდებულის პოზიცია, მიიღებს თუ არა საქმის არსებითად განხილვაში მონაწილეობას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში