ენმ  კორუფციულ  სქემაზე  საუბრობს

10 მარტი 2017, 00:00 4212 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთ კორუფციულ სქემაზე საუბრობს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ბოლქვაძის განცხადებით ჭარნალში გამგეობის ნებართვის საფუძველზე მეწარმეს მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა, თუმცა ნებართვის მფლობელმა ტერიტორიიდან რამდენიმე ასეული ტონა კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო,  მშენებლობა  კი არ დაუწყია. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ თუ მშენებელი 2017 წლის დეკემბრამდე ვერ მოახერხებს კომპკლექსის დასრულებას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. რაც შეეხება ტერიტორიიდან გატანილ ინერტულ მასალას, გამგეობაში ამბობენ, რომ  ფაქტის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ინფორმირებულია და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში