შეხვედრა ნორვეგიის და სლოვაკეთის ელჩებთან

29 ნოემბერი 2023, 11:40 462 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სლოვაკეთის  ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან − მატუშ ბუშოვსკისთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა  ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს. 

ბერგლიოტ ჰოვლანდთან შეხვედრისას  განიხილეს საქართველოსა და  ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში