"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ - ლევან ხაბეიშვილი

29 ნოემბერი 2023, 11:46 529 ნახვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე კონკრეტული ინიციატივით დღეს, 16:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"დღეს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ვინც უერთდებიან მანიფესტს, შესაბამისად, იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები. კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებს, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ არის საჭირო, გაიზიარონ პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტი. მე მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში