პროექტში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

29 ნოემბერი 2023, 14:04 818 ნახვა

შუახევის მერიის მიზნობრივი პროგრამის ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების" ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი წელს მეოთხედ ხორციელდება.

მიმდინარე წელს შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით პროექტის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 40 000 ლარია. პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. კონკურსის ბოლო ეტაპზე 5 გამარჯვებული გამოვლინდა.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში