ეუთოს მინისტერიალი - პოლიტიკური შეფასებები

30 ნოემბერი 2023, 14:04 539 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს  ავსტრიელ კოლეგას და  ასევე  ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს  ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას და შემდგომ პროცესში ავსტრიის პოლიტიკურ მხარდაჭერას.    

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის 15-მდე შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან. ილია დარჩიაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სესიაზე.   

ამავე მინისტერიალს ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რასაც სხვადასხგვარი აღქმა და შეფასებები მოჰყვა საქართველოში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში