სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქობულეთში

01 დეკემბერი 2023, 14:38 1299 ნახვა

ქობულეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ დროისთვის ყველაზე კრიტიკული მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარის დასუფთავების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან ჩართული.

პროცესში ასევე ჩართულები არინ სპორტსმენები, სკოლის მოსწავლეები, კერძო ობიექტების თანამშრომლები  და რიგითი მოქალაქეები. 

ამ დროის მონაცემებით, ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 25 დაზარალებული მოქალაქის შეტყობინებაა შესული.

ქობულეთის მერი ამბობს, რომ სანაპიროს დასუფთავების შემდეგ  ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ასევე მოხდება ზარალის ანაზღაურება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში