მორატორიუმი მშენებლობაზე

11 მარტი 2017, 00:00 2756 ნახვა

მისაღებია თუ არა ძველ ბათუმში მშენებლობის ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება? არქიტექტორი მანუჩარ მახათაძე ამბობს, რომ არა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის ტექნიკურ მხარეზე. ასევე უნდა დაზუსტდეს ძველი ბათუმის საზღვრები. მახათაძე ამბობს, რომ საჭიროა კონკრეტული უბნების სიღრმისეული შესწავლა. სამოქალაქო საზოგადოება ძველ ბათუმში მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით ბარათაშვილის 24 ნომერში ისტორიული შენობის დანგრევის შემდეგ გამოვიდა. გაიმართა შეხვედრები ქალაქის მერთან, რომელმაც უახლოეს დღეებში მორატორიუმთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარე უნდა წარუდგინოს საზოგადოება “ბათომის” წევრებს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში