პარტიების დაფინანსების წესი

05 დეკემბერი 2023, 11:58 636 ნახვა

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.

ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ.

ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ წევრები არიან. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში