უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვა შარლ მიშელს - შეფასებები

05 დეკემბერი 2023, 15:08 549 ნახვა

ვიქტორ ორბანის წერილი, რომელსაც უნგრეთის ლიდერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე უგზავნის და მოუწოდებს დღის წესრიგიდან უკრაინის გაწევრიანების საკითხი ამოიღონ საქართველოში შეფასებების საგანია.

დეპუტატები ამბობენ, რომ ეს პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. უნგრეთის ლიდერი ამბობს, რომ ევროკავშირი ჯერ მზად არ არის გაფართოებისთვის.

სწორედ დღეს დაიწყო უნგრეთში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ვიზიტი.

ბუდაპეშტში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის მაღალი თანამდებობის პირებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში