იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და ოპოზიციის მხრიდან, თემით სპეკულირება მათ უსუსურობაზე მეტყველებს - გიორგი მანველიძე

05 დეკემბერი 2023, 16:40 503 ნახვა

ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებით ნათლად აჩვენებს მათ უსუსურობას - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვის საკითხს.

„იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და ოპოზიციის მხრიდან, თემით სპეკულირება მათ უსუსურობაზე მეტყველებს. აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაციის გათვალისწინებით მომზადდა - „დეოლიგარქიზაციის შეასხებ" პუნქტში მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაშიც“- განაცხადა გიორგი მანველიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტი შემუშავებულია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნების მიზნით. იმ პარტიებს, ვისაც დემოკრატიული, თანასწორუფლებიან გარემოში არსებობა არ შეუძლია ვურჩევ გაქრნენ პოლიტიკური არენიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში