„ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს

05 დეკემბერი 2023, 16:55 462 ნახვა

პარტია "ნაციონალურ მოძრაობას", ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, ჭიათურაშიც ტოვებენ. საკრებულოს ფრაქციის ხუთივე წევრმა პარტია დღეს დატოვა.

როგორც მათ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები გახდა.

მათი განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან ათი თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა, რომ პარტია გააერთიანებინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში