ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს

06 დეკემბერი 2023, 11:35 513 ნახვა

მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 4 დეკემბერს,ბათუმში, გაჩერებულ ავტომობილში ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში