ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

06 დეკემბერი 2023, 11:35 588 ნახვა

ნახევრად ცარიელ დარბაზში განიხილეს დღეს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი. მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა მომავალი წლის პროგრამები და პრიორიტეტები ბონი-გარადოკის, თამარის დასახლებისა და მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას გააცნეს. მომავალ წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 365 მილიონი ლარი იქნება, აქედან 140 მილიონი ქალაქში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს. პრიორიტეტებს შორისა ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. მოსახლეობის კითხვები ძირითადად საქალაქო ტრანსპორტს, გაჩერებებს,სკვერებს და სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში