„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე წევრმა დატოვა

06 დეკემბერი 2023, 14:06 402 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე ადამიანმა დატოვა. განცხადება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ოფისში გაკეთდა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია ხალხსა და პარტიის მენეჯმენტს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

მისივე თქმით, პარტიაში ხელოვნურად შექმნეს კრიზისი მოსყიდვებით, ინტრიგებით და არაფორმალურ გავლენებს შეეწირა პარტიის ინტერესები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში