ბიუროს სხომა უმაღლეს საბჭოში

06 დეკემბერი 2023, 14:43 463 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს უკვე გადაეგზავნა. კომიტეტი მოამზადებს დასკვნას, რის შემდეგაც ჩაინიშნება სხდომის თარიღი. სავარაუდოდ, დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტს 21 დეკემბერს უყრიან კენჭს.აჭარის რესპუბლიკური 2024 წლის ბიუჯეტი 726 მილიონი ლარია. ბიუროს სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში