ბიუჯეტის პროექტის ოპოზიციის ალტერნატიული ვერსია

06 დეკემბერი 2023, 14:47 528 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მოსახლეობას მერიის მომავალი წლის ბიუჯეტის ალტერნატივას სთავაზობს. საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თავიანთი ვერსიის საჯარო პრეზენტაცია გამართეს. ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები მათ ამჯერად ძირითადად პარტიის აქტივისტებს გააცნეს, თუმცა მოსახლეობისთვის წარდგენასაც გეგმავენ. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც ამბობენ, ჯანდაცვა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა ფორმით დახმარებაა, მათ შორის, საჯარო სკოლებში უფასო კვება და სტუდენტების ბინის ქირით უზრუნველყოფაა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებული აქვთ პროექტები ქალაქის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ქალაქის 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ალტერნატიული ვერსია ოპოზიციამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში