საბრძოლო მოქმედებების გამო, ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია

07 დეკემბერი 2023, 10:29 578 ნახვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტის ყველაზე ცხელ წერილად კვლავ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხან-იუნისი რჩება.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე მიაღწიეს. 

საბრძოლო მოქმედებების გამო, ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა სააგენტოს ცნობით, ერთადერთი პროვინცია, სადაც ამჟამად დახმარების შეტანაა შესაძლებელი, ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰია.

ჩრდილოეთ ღაზაში კი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა 1-ელი დეკემბრიდან მთლიანად არის შეჩერებული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში