პარტიების დაფინანსების საკითხი

07 დეკემბერი 2023, 11:43 492 ნახვა

პარტიების დაფინანსების წესის გამკაცრებაზე დღეს საკომიტეტო ფორმატში იმსჯელებენ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ინიციატივას იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, თანაც დაჩქარებული წესით. კანონპროექტის მიხედვით, პარტიების დაფინანსება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, იურიდიული პირებისგან კი ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ. ოპოზიცია იწუნებს ცვლილებას და მიაჩნიათ, რომ ამით მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების რესურსების შეზღუდვას გეგმავს, რაზეც მმართველ პარტიაში პასუხობენ, რომ იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე კი შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში