აქცია ''ბათუმი პლაზასთან''

11 მარტი 2017, 00:00 7052 ნახვა

ხმაური ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი პლაზასთან.“ მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დამაკავშირებელი მთავარი ქუჩა გადაკეტეს. მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი მძღოლის დაჯარიმება გახდა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯარიმის გამოწერას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ორი პირი დააკავა. თვითმხილველების მტკიცებით, სამართალდამცავებმა მძღოლი ადგილიდან ძალისმიერი მეთოდით გაიყვანეს. შსს-ში ადასტურებენ დაკავების შესახებ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცავებს. აქციის მონაწილეები აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის შეცვლას მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ კახა ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება. დღეს აქციაზე შეხლა-შემოხლა სწორედ საპატრულო პოლიციის უფროსის გამოჩენას მოჰყვა. მოქალაქეები ბუხრაძისგან განმარტებებს ითხოვდნენ, რა მიზნითაც დაედევნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იძულებული გახდნენ აჭარის პოლიციის უფროსი ტერიტორიიდან გაეყვანათ. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში