უმაღლესმა საბჭომ აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს

08 დეკემბერი 2023, 14:53 566 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს უნდა დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი,რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს. კრიტიკას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ბიუჯეტი გათვლილია მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე და არა მოსახლეობის ინტერესებზე. მათ ვერ დაინახეს მაგალითად უმუშევრობის, სიღარიბისა და ემიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გზები. პროგნოზირებენ, რომ ისევე როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტი, 2024 წლის ბიუჯეტიც წლის ბოლოს სეკვესტრისთვის არის განწირული. რა არგუმენტები აქვს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, რომელიც უმაღლეს საბჭოშია?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში