ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

08 დეკემბერი 2023, 17:55 573 ნახვა

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს,სანდასუფთავებას ,სოციალურ პროგრამებსა და საბავშვო ბაღებს უკავშირდებოდა მოქალაქეების ძირითადი კითხვები ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე. საჯარო განხილვის დასკვნით შეხვედრას ბათუმის სამი ადმინისტრაციული ერთეულიდან ძირითადად ამხანაგობის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. ისაუბრეს კორპუსების ფასადების, ასევე სადარბაზოებში არსებულ პრობლემებზე. პრეტენზიები ჰქონდათ მოქალაქეებს საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვების გადამეტებულ რაოდენობაზე. მერიის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ ბაღების რეაბილიტაციის გამო ხდება ბავშვების გადანაწილება, თუმცა ირაკლი დევაძის თქმით არცერთ ჯგუფში 30 ბავშვზე მეტი არ ირიცხება. მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 365 მილიონი ლარი იქნება, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ქალაქის ყველა უბანში დასრულებულია ,ახლა დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ და დაამტკიცონ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში