„შენი ხმა ევროპას“ - მსვლელობა თბილისში

09 დეკემბერი 2023, 15:01 504 ნახვა

„ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, - ამ სლოგანით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ. მარშზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. აღსანიშნავია, რომ მარშის დასასრულს გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის 12-ვარსკვლავი საქართველოს 12 სხვადასხვა ქალაქში სიმბოლურად შეიკერა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში