მალე გამოცხადდება დირექტორების ახალი კონკურსი - ამილახვარი

12 დეკემბერი 2023, 17:57 916 ნახვა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში საზოგადოებას რეფორმის ძირითადი მიმართულებები და საკვანძო საკითხები გააცნო.მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო განათლების ეროვნული მიზნების განახლებაზე. მისი თქმით, ეროვნული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას. გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. მომავალი წლიდან სკოლის ადმინისტრაციაში დასაქმებულების ხელფასი 10%-ით, ხოლო ტექნიკური პერსონალის კი 50%-ით გაიზრდება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში