აშშ უკრაინას დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს

13 დეკემბერი 2023, 09:57 481 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონის დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა.

კერძოდ, უკრაინა ახალ სამხედრო დახმარებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს. როგორც ბაიდენი განმარტავს, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას სწრაფად გადაეცემა.

"გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ჩვენ ვიღებთ, ათწლეულების განმავლობაში მომავალს განსაზღვრავს, განსაკუთრებით ევროპაში“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას. ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს, გამოყოს დაფინანსება უკრაინის დასახმარებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში