„კაქტუსის ყვავილი“ - მაია კვაჭაძის გამოფენა

13 დეკემბერი 2023, 11:51 1181 ნახვა

„კაქტუსის ყვავილი“- ამ სახელწოდებით გაიხსნა გამოფენა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ნამუშევრები თვითნასწავლ მხატვარს მაია კვაჭაძეს ეკუთვნის.

მხატვარი ნამუშევრებში ხაზს უსვამს ქალის შინაგან და გარეგნულ თვისებებს, რომელიც მისივე ცხოვრებისეულ მოგონებებს ეფუძნება. როგორც ავტორი განმარტავს, კაქტუსის ყვავილი ცხოვრების სიმბოლოა, რომელშიც ეკლებისა და დაბრკოლების მიუხედავად, იშვიათი და განსხვავებული სულიერების აყვავება და შენარჩუნება კაქტუსის ყვავილივითაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ შეარჩია გამოფენის სახელწოდება.

მაია კვაჭაძის ნახატების გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 16 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში