მიღება ორბელიანების სასახლეში

13 დეკემბერი 2023, 14:44 458 ნახვა

დღეს,საღამოს 20 საათზე , ქვეყნის პრეზიდენტი მიღებაზე ელოდება მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ, ვინც ევროინტეგრაციისკენ ნაბიჯი გადადგა.თუმცა კითხვაზე პასუხი ისევ ღიაა- ვინ დასთანხმდება სალომე ზურაბიშვილის მიპატიჟებას და ვინ ეტყვის უარს. სავარაუდოდ,სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მივლენ მმართველი გუნდის წევრები, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი მზაობას გამოთქვამენ. პრეზიდენტი დღეს კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გადასცემს. ამავე ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი ელოდება ყოფილ და მოქმედ პრემიერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს .

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში