სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა-შესყიდვა - ლაშა ხუციშვილი

13 დეკემბერი 2023, 19:04 369 ნახვა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო 7 000 ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

მისი თქმით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს.

„გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამით იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა. ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილი იყო 8,0 მლნ ლარი, თუმცა ამ პროგრამას დაემატა 15 მილიონი ლარი. დამატებული თანხა მიიმართება მიმდინარე წელს გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ ოჯახების კომპენსაციებზე, რომელთაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები და ეს სახლები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. როგორც იცით, ამავე საჭიროებისთვის წელს უკვე გამოვყავით 15 მილიონი ლარი და ჯამურად აღნიშნული დაფინანსება სრულად მოაგვარებს არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში