ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა

13 დეკემბერი 2023, 19:55 561 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხულოს სოფელ დიდაჭარაში მრავალფუნქციური შენობის რეაბილიტაციას და გახსნას ითხოვს. საკრებულოს დეპუტატის თქმით, რეაბილიტირებული შენობა 2020 წლის სექტემბერში მერიამ ჩაიბარა, თუმცა ინვენტარის არარსებობის გამო დღემდე არ გახსნილა. მრავალფუნქციურ ნაგებობაში მოწყობილია სოფლის სახლი და კლუბი. მისი რეაბილიტაციისთვის 400 000 ლარამდე დაიხარჯა. ხულოს მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, წერილობით გაკეთებულ განცხადებაში კი ამბობენ, რომ შენობა ფუნქციონირებს, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი კონტრაქტორი თავის საგარანტიო ვალდებულებას შეასრულებს. უახლოეს დღეებში მისი ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში